ამ ეტაპზე NCDC "კომენდანტის საათის" გაუქმების რეკომენდაციას ვერ გასცემს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.
„ამ საკითხს წყვეტს უწყებათშორისი საბჭო და მსჯელობა მიმდინარეობს. NCDC კი ამ ეტაპზე ვერ მისცემს რეკომენდაციას, რომ მოიხსნას "კომენდანტის საათი".
მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მცირდება, პიკის ანუ 17 მაისის შემდეგ, მაინც რამდენიმე ასეულის ფარგლებშია, ამიტომ ჯერჯერობით, ამ საკითხზე NCDC მოხსნის რეკომენდაციას ვერ გასცემს, თუმცა საბჭოზე ამაზე მსჯელობა მიდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























