მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა შეუძლებელია, თუმცა სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები შეიქმნება
„ამ ეტაპზე ზარალის დათვლაზე საუბარი შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება შესაბამისი კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის, ზარალის ანაზღაურებისა და ინფრასტრუქტურული საკითხები,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.




























