მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ გიჟური ომის ერთი სარგებელიც ვერ ვნახე" - რუსი მილიარდერი რუსეთს აკრიტიკებს

625ffc9281c7a
მარიამ ვარადაშვილი
20.04.22 16:50
1319
სანქცირებული რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი რუსეთის მთავრობას აკრიტიკებს და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, “შეაჩერონ ხოცვა-ჯლეტა”. ტინკოვი “უკრაინაში უკანონო ინტერვენციაში მხარდაჭერის გამო” დიდმა ბრიტანეთმა მარტში დაასანქცირა.

“ამ გიჟური ომის ერთი სარგებელიც ვერ ვნახე. როგორ შეიძლება ჯარი კარგი იყოს, როცა ქვეყანაში ყველა დანარჩენი ჩაფლულია ნეპოტიზმისა და მლიქვნელობის ჭაობში”, - ამბობს ის.

რუსული ბანკის тинькофф банк-ის დამფუძნებელი ასევე წერს, რომ რუსეთის მოქალაქეების 90% ამ ომს ეწინააღმდეგება.

"კრემლის მოხელეები შოკირებულები არიან იმით, რომ არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი შვილებიც ამ ზაფხულს ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ. ბიზნესმენები ცდილობენ, შეინარჩუნონ საკუთარი ქონების დარჩენილი ნაწილი მაინც. რა თქმა უნდა, არიან იდიოტებიც, რომლებიც ასო Z წერენ, თუმცა მათი რიცხვი ყველა ქვეყანაში, დააახლოებით, 10%-ია. რუსების 90% ომის წინააღმდეგია", - წერს რუსი მილიარდერი.

ტინკოვი “კოლექტიურ დასავლეთს” მოუწოდებს, ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში შეაჩერონ.