მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ზიანი მიაყენოს - EBRD-ის პრეზიდენტი რუსული კანონის დაბრუნებაზე

ოდილ რენო ბასო

EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პალამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "რუსული კანონის" ორი მოსმენით მიღებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ მან სომხეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კითხვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც დაუსვეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ კანონს საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, რადგანაც ის ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე უარყოფითად აისახება.

"კანონპროექტის დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება. კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს... კანონპროექტის ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდენციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს,"- განაცხადა ოდილ რენო ბასომ.

საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების უმრავლესობამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "რუსული კანონი" ორი მოსმენით უკვე მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები