მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონპროექტს დახვდა ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან - პაპუაშვილი "რუსულ კანონზე"

პაპ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თავიდანვე უცხოელი აქტორების მხრიდან ყრუ კედელი დახვდა, თუმცა თუ ახლა პარტნიორებს შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი ექნებათ, შეიძლება შეჯერებული საკითხები კანონში აისახოს.

პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს მესამე მოსმენით მიიღებს, თუმცა "უცხოელი აქტორებთან" დისკუსიისთვის მზაობას გამოთქვამს. ასე უწოდებს ის დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები გააკეთეს.

„ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და რომელზედაც თავად ევროკავშირი მუშაობს, განგვეხილა დეტალებში ჩვენ, ყოველ დღე ვცდილობთ, რამენაირად, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიყვანოთ როგორც ოპოზიცია, ისე უცხოელი აქტორები. ამ კანონპროექტს დახვდა ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან და ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გარკვეულ ტენდენციას და მზაობას ვხედავთ შინაარსობრივი განხილვისა. ამიტომ მეც როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, გვქონდა საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს მესამე მოსმენით ამ კანონს! საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და უცხოელი აქტორები გამოხატავენ მზაობას, რომ ქართველ ხალხს შინაარსობრივად დაელაპარაკონ და არა კანონის ბრენდირება შესთავაზონ, მაშინ თუ შევჯერდებით რაიმე საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვეტო არის ის მექანიზმი, რის შემდეგაც ის საკითხები, რაზეც შევჯერდებით, კანონში აისახოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები