კანონს არ გავიწვევთ, რადგან ქართველ ხალხს უნდა ასე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო. არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. ეს იყო ტყუილი. მარტო აღმოვჩნდით, მართლები აღმოვჩნდით და შემდეგ ყველამ თქვა, არა არ კვდებაო. შემდეგ აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარცერთი ქვეყანა აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.
კვდებაო, დემარში იყო ელჩების მხრიდან, 27-ვე ქვეყანამ თქვა, გაათავისუფლეთ სააკაშვილიო და ქართველ ხალხს არ უნდოდა სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან არის სისხლიანი რეჟიმის ავტორი. აქედან გამომდინარე, შარშანწინ დავდექით ორ ფეხზე. 27-მა ქვეყნის ელჩმა მოგვთხოვა და თქვენი ლიდერი, კორუმპირებული, სისხლიანი ჯალათი არ გავათავისუფლეთ.
მყარად დავდექით და დღეს არცერთი ქვეყანა აღარ გვთხოვს ამას. ახლა დღეს გვეუბნებიან, ეს კანონი გაიწვიეთო. არ გავიწვევთ, რადგან ქართულია და ქართველ ხალხს უნდა ასე. შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იმავე აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.