მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველწლიურად ვაქვეყნებთ ინფორმაციას ჩაშლილად, თუ რაში იხარჯება დონორების თანხები - საიას თავმჯდომარე მდინარაძეს

ქურდოვანიძე

მაშინ, როცა ოცამდე კანონი, ან კანონქვემდებარე აქტია, რომელიც არასამთავრობო სექტორს და მათ ფინანსებს არეგულირებს, რატომ გახდა საჭირო მათთვის უცხოური გავლენის გამტარის დარქმევა და რატომ არ შევიდა ცვლილება ერთ-ერთში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად? - ამ კითხვით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ქურდოვანიძემ მამუკა მდინარაძეს.

"ჩვენს ვებ-გვერდზე, ყოველწლიურად ქვეყნდება როგორც შინაარსობრივი, ასევე ფინანსური ანგარიში, სადაც დეტალურად წერია, როგორც დონორი, ასევე ის, რაში იხარჯება ეს თანხა და რაც მოხმარდა, ჩაშლილი ინფორმაცია. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს სურს, შეუძლია ნახოს ჩვენს საიტზე.

ასევე, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეგულირდება დაახლოებით ათამდე კანონით და ამდენივე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა ასპექტებს. მათ შორის მიზნების შესახებ, რაც რეესტრში განთავსებულია და ხელმისაწვდომია ყველასთვის და ასევე, ფინანსურ ნაწილში ჩვენ ანგარიშებსა და დეკლარაციებს ყოველთვიურად წარვადგენთ. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურში, პენსიებთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურში და თუ თქვენი მიზანი გამჭვირვალობაა, რატომ ვერ მოიძებნა 15 კანონში ერთი კონკრეტული ჩანაწერი, სადაც დამატებითი ვალდებულება გაჩნდებოდა, რომ თუ ვინმეს ეზარება ძებნა, ჩვენ არ გვეზარება (ერთად მოქცევა). რა საჭირო გახდა ჩვენთვის იმ სახელის დარქმევა, რასაც ეს კანონი არქმევს არასამთავრობო ორგანიზაციებს?" - ჰკითხა ქურდოვანიძემ მამუკა მდინარაძეს.

მდინარაძე ამბობს, რომ ახალი კანონის მიზანი, ყველა ინფორმაციის ერთ ბაზაში მოქცევაა.

" მართალი ბრძანდებით, ათზე მეტ კანონში სხვადასხვა რეგულაციებია და ამ ათი კანონის მიხედვით მოქალაქეს რომ მოუნდეს ანგარიშების ნახვა ვერ ნახავს. მაშინ, როცა ჩემს შესახებ ადამიანს რომ რამის ნახვა მოუნდეს, ყველაფერს ნახავს ერთ დეკლარაციაში. მოქალაქეს კი არა, მე ფიზიკურად არ ვიცი, მართლა არ ვიცი თქვენს ამ თანხებს, სად მივაგნო, როგორ მივაგნო, არ ვიცი დაბნეული ვარ. ეს დაბნეულობა ჩემი უცოდინარობით არ არის გამოწვეული. რეესტრი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩაწერო ორგანიზაცია და ნახო ინფორმაცია. მართალი თქვით, არსებობს 15 ჩანაწერი და არც ერთით სრული დეკლარაციის შევსების ვალდებულება თქვენ არ გაქვთ ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

საუბრის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, აქვთ თუ არა არასამთავრობოებს ვალდებულება, რომ თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნონ შემოსავლები დეტალურად, რაზეც ქურდოვანიძემ უპასუხა, რომ ასეთი ვალდებულება აქვთ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს, მიუხედავად იმისა, რომელია მათი საქმიანობის სფერო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები