მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა მდინარაძის თქმით, "რუსულ კანონს" არ დაუბრუნდებოდნენ, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი

დიახ, ჩვენი პირობა იყო, რომ კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ რუსულ კანონს არ დაუბრუნდებოდნენ ფინანსები, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო.

„პირადად მე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს გვამუნათებენ - დიახ, ჩვენი პირობა იყო, რომ კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები გამჭვირვალე იყოს. მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, ეს პირობა არ სრულდება, უარესდება. პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ. სად არის და აქ არის - დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს და ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება მოატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველმა ძალამ გასულ წელს უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მისი უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი ფორმალური, მეორე მოსმენის შემდეგ ჩავარდა.

მას შემდეგ არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ კანონს უკან აღარ დააბრუნებდნენ. ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა „უცხოელი აგენტების“ კანონს მიბრუნებოდა. "ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.

ახალმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ კი თებერვალში, დანიშვნამდე პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ გასულ წელს მმართველმა პარტიამ ანგარიში გაუწია “შეცდომაში შეყვანილი” ადამიანების პოზიციას, რომლებიც ამ კანონპროექტს “წაუკითხავად” აკრიტიკებდნენ და ამიტომ გაიწვიეს უკან.

ამასთან, გუშინ ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის აღდგენის განზრახვის შესახებ განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ იგი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და შეფასება დროულად წარმოადგინოს.

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები