მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. რუსული კანონი EU-ის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯიდან მინიმუმ ორს - ევროპარლამენტის განცხადება

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის აღდგენის განზრახვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ იგი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და შეფასება დროულად წარმოადგინოს.

ევროპარლამენტარები თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 9 ნაბიჯის გადადგმის პირობით მიენიჭა და ამბობენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება:

  1. ნაბიჯი - 9, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში;
  2. ნაბიჯი -1, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;

"ღრმად ვწუხვართ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ განზრახვაზე, ხელახლა შემოიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც გასულ წელს მასიური საპროტესტო აქციების დროს ქართულმა საზოგადოებამ კატეგორიულად უარყო.

კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიული პრინციპებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას ევროკავშირის პრაქტიკა და მედიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ მიჰყვეს ევროკავშირის და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის გაკონტროლებას, რეპრესიას და საბოლოოდ გაუქმებას, დაშლას.

ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს, რომელიც პროევროპული რეფორმების განხორციელებაზეა მიმართული, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე.

„კანონი „უცხოურ აგენტად“ ან „სახელმწიფოს მტრად“ გამოაცხადებს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირის ისეთივე დაფინანსებას, როგორსაც იღებს საქართველოს მთავრობა მსგავსი საქმიანობისთვის.

მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ნაცვლად, ინვესტირება განახორციელოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურ ურთიერთობაში რომელმაც დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეფორმების მონიტორინგისა და განხორციელების ხელშეწყობაში რაც გამოიწვევს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, თვალყური ადევნოს, საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და შეფასება დროულად წარმოადგინოს.

ამასთან, ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციას.

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების და დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პეტრას აუსტრევიჩიუსი,
  2. მირიამ ლექსმანი
  3. სვენ მიკსერი,
  4. ვიოლა ფონ კრამონი,
  5. ანა ფოტიგა
  6. ანდრიუს კუბილიუსი,
  7. კარინ კარლსბრო
  8. ფრანსუა ტაილე
  9. კატალინ ქსე,
  10. ანა ჯულია დონათი
  11. ანდრეი კოვაჩევი
  12. ჰილდე ვაუტმანსი
  13. მიქაელა სოდროვა
  14. მაიკლ გალერი
  15. რეინარდ ბუტიკოფერი,
  16. რამონა შტრუგარიუ
  17. ჯოზეფ მიჰალი
  18. მარეკ პაუელ ბოლტი
  19. რასა იუკნევიჩიანე
  20. ატილა არა-კოვაჩი
  21. ნაჩო სანჩეს ამორი
  22. იზაბელ სანტოსი

„ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა დააინიციროს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, თუმცა ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები