მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა რუსულ კანონს, არა მონობას! - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოში რუსული კანონმდებლობა არ მიიღება და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსულად მოხსენიება დეზინფორმაციაა. ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. რუსული კანონის მომხსენებელია.

“ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია შემსწრეები ვართ იმ დიდი აფერის, რასაც ჰქვია რუსული კანონი, თითქოს ეს კანონია რუსული. იმ დღეს ნახევრად ხუმრობით შეიძლება ვთქვი, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ აქვე, რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას! ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან”,- აღნიშნა მდინარაძემ, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები