"რუსულ კანონზე" ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს - ამის შესახებ თავად შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ადმინისტრაციას კანონი უკვე გადაეგზავნა, თუმცა მოლოდინი არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს მოაწერს მას.
"კანონი, გუშინვე იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილი. ასე რომ, ახლა ველით ხელმოწერას. დიდი ალბათობით გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და შესაბამისად, მე მოვაწერ ამ კანონს ხელს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი:
- პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად.
- თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.



























