მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე

სალომე ზურაბიშვილი

ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი - განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.

„ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი“ - თქვა ზურაბიშვილმა.

პარალელურად, პარლამენტის სასახლეში ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები