მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ საუკუნეში დაბადებულებს არ უნდათ ბანკში მისვლა“ - რა გეგმები აქვს ციფრულ ბანკ "ჰეშს“?

ლაშა პაპაშვილი

„ჰეშის“ თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდები ციფრული ბანკის სერვისებს ალღოს ადვილად აუღებენ. „ამ საუკუნეში დაბადებულებს არ სჭირდებათ და არ უნდათ ბანკში ფიზიკურად მისვლა“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰეშის გეგმებზე საუბრისას.

ინფორმაციისთვის: ახალი ბანკის დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები არიან. მათთან ერთად, ბანკის 50%-ს ფლობს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვიც, რომელიც კრიპტობირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.

ბანკირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაისისთვის „ჰეში“ რამდენიმე პროდუქტს ჩაუშვებს მომხმარებლისთვის, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან „ჰეში“ სრულად ამოქმედდება.

- ყველაფერი კარგად არის; ყველაფერს ვასწრებთ. სექტემბერში დიდი ალბათობით, წარმატებით გავეშვებით...

- სხვადასხვა ინტერვიუში, რამდენჯერმე თქვით, რომ „ჰეშის“ სახით დიდ ბანკებს სერიოზული კონკურენტი უჩნდება - რა იქნება თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

- ცოტას ვაშინებ <დიდ ბანკებს> (იღიმის) ... მომხმარებელს შევთავაზებთ ყველა უნივერსალურ პროდუქტს, რასაც ადრე ბანკში ვაკეთებდი და დავამატებთ ყბადაღებულ კრიპტობირჟას... 500-მდე ბირჟაა მსოფლიოში და კრიპტო ბირჟა WhiteBit-ი ათეულში შედის... ამ დღეებში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის ანუ VASP-ის ლიცენზიას მიიღებს იმ მსხვილი ბირჟის (WhiteBit) ქართული შვილობილი. ამდენად, კლიენტებს შევთავაზებთ იმ პროდუუქტებს, რასაც მსოფლიოში ციფრული ბანკები სთავაზობენ და გვინდა, ცოტათი გავასწროთ კიდეც... Revolut-მა (ბრიტანული ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია) რომელიც ციფრულ ბანკინგში გიგანტია, ახლა დაიწყო კრიპტო ბირჟის შექმნა.

სებ-მა ლაშა პაპაშვილის ციფრულ ბანკ "ჰეშს" ლიცენზია 2023 წელს მიანიჭა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები