ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი საოპერაციო საქმიანობის ავტომატურად წარმართვისთვის აშშ-ის საწყობებში ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავს. კომპანიის განცხადებით ამის მიზანი თანამშრომლებისთვის შრომის შემსუბუქება და მომხმარებლებისთვის მიწოდების უკეთესი სერვისის შეთავაზებაა/
Amazon-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ახალ რობოტს, სახელად Digit-ს ტესტავს, რომელსაც ადამიანის მსგავსად ხელები და ფეხები აქვს და ამანათების აღება და გადატვირთვა შეუძლია.
ბრიტანეთის სავაჭრო გაერთიანება Amazon-ის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კომპანია ამის გამო ასობით თანამშრომელს შეამცირებს, თუმცა თავად ტექ. ფირმა აცხადებს, რომ რობოტების სისტემა პირიქით, ასობით ათას სამუშაო ადგილს ქმნის: “ეს მოიცავს 700-მდე კატეგორიის ახალ პოზიციას, რომლებიც კომპანიაში რობოტების სერვისის დაგეგმვამდე არ არსებობდა”.
ოფიციალური განცხადების თანახმად, Amazon-ში ამ ეტაპზე 750 000 რობოტი პერსონალთან ერთად შეთანხმებულად “მუშაობს” და ხშირად განმეორებად დავალებებში განსაკუთრებულად ხშირად გამოიყენებიან.