მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ისა და iRobot-ის $1.7-მილიარდიანი გარიგება, შესაძლოა, ევროკავშირმა ჩაშალოს

iRobot
სტატიაში საუბარია:

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Amazon-ისა და ჭკვიანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის, iRobot-ის $1.7-მილიარდიანი გარიგება ჩაშალოს.

ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადებით, Amazon-მა iRobot-ის შესყიდვის გეგმა დროებით უნდა გადადოს და კომპანიებმა მარეგულირებლებს დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რადგან ზემოხსენებული გარიგება კონკურენციის შეზღუდვის რისკებს შეიცავს.

უფრო კონკრეტულად, მარეგულირებლები შიშობენ, რომ iRobot-ის შეძენის შემდეგ, Amazon-ის პლატფორმიდან გაქრება თითქმის ყველა სხვა კომპანიის მიერ წარმოებული ტექნიკა, რომელიც, შესაძლოა, კონკურენციაში შევიდეს iRobot-ის პროდუქციასთან, თავად ეს მოვლენა კი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევს.

რაც შეეხება iRobot-ის პროდუქციას, ის ძირითადად ჭკვიან მტვერსასრუტებს და ავტონომიურ საოჯახო ტექნიკას აწარმოებს. სწორედ iRobot-ის წარმოებისაა მტვერსასრუტი Roomba.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.