Amazon-მა დიდ ბრიტანეთში პირველი არასასურსათო მაღაზია გახსნა, სადაც 2,000-მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გაიყიდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არის აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე პირველი ფიზიკური მაღაზია, სადაც განთავსებულ ყველა პროდუქტს მომხმარებლის მიერ მინიმუმ 4 ქულა აქვს მინიჭებული.
Amazon-ის პირველ მაღაზიაში ძირითადად გაიყიდება ელექტროსაქონელი, წიგნები, სათამაშოები, კომპიუტერული თამაშები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
მაღაზიაში ცალე იქნება გამოყოფილი კუთხე წარწერით - „ყველაზე სასურველი“, სადაც გასაყიდად მომხმარებლის მიერ Amazon-ის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად „სასურველ სიაში“ დამატებული პროდუქცია განთავსდება.
გამოცემა წერს, რომ Amazon-ის მაღაზიის მომხმარებელსმაღაზიაში შეძენილი პროდუქტის უპრობლემოდ დაბრუნება შეეძლება.