Amazon-მა მესამე კვარტალის შედეგი გამოაქვეყნა. ბოლო სამ თვეში მოგებამ $180 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. მიღებული შედეგის ფონზე, აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა ერთ აქციაზე $1.95 დოლარით განისაზღვრება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 13%-იანი მატება, მეტწილად, ქლაუდ მიმართულების განვითარებამ და მის სერვისებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. Amazon-მა AWS-იდან ჯამურად $33 მილიარდი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-იანი ზრდაა.
Amazon-ში მოელიან, რომ მეოთხე კვარტალში შემოსავლები $206-$213 მილიარდამდე გაიზრდება, ოპერაციული მოგება კი $21-$26 მილიარდის ფარგლებში დაფიქსირდება. კომპანიის მენეჯმენტი მომავალს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს და აღნიშნავს, რომ Amazon-ის 2026 წლის სტრატეგია, მეტწლიად, AI მიმართულების განვითარებაზე და ხარჯების გონივრულ პოლიტიკაზე იქნება დამყარებული.




























