ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული მოგების და შემოსავლების მიღება შეძლო. საერთო ჯამში, კომპანიის შემოსავალმა $167.7 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის $5 მილიარდით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
წმინდა მოგებამ 18.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 35%-იან ზრდას წარმოადგენს და ის ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს. თუკი გასულ 12-თვიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ Amazon-ს $70.6 მილიარდის წმინდა მოგება აქვს, რაც წლიურად 59%-ით გაზრდილი შედეგია.
მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგების მიუხედავად, კომპანია მესამე კვარტალში შედარებით კონსერვატიული მოგების მიღებას პროგნოზირებს, რასაც ინვესტორები ნეგატიურ სიახლედ იღებენ.




























