ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი AMD-ის მოლოდინით, კომპანია 2024 წელს AI-ჩიპების გაყიდვით $2 მილიარდს მიიღებს, რაც აქციების ფასის გაზრდაში დაეხმარება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანიის მოლოდინით, მეოთხე კვარტალში ჩიპებიდან მიღებული შემოსავალი $400 მილიონს მიაღწევს, ნაცვლად აგვისტოში ნავარაუდები $300 მილიონისა. 2024 წლისთვის, MI300 ჩიპების გაყიდვების დაწყებასთან ერთად კი ინვესტორებს $2-მილიარდიანი პროგნოზი წარუდგინა.
ამასთან, ანალიტიკოსების განცხადებით, კომპანიის გეგმების ხელის შემშლელი ფაქტორი აშშ-ის მიერ პეკინში ჩიპების ექსპორტზე დაწესებული სანქციებია. ახალი რეგულაციები AMD-ს, კომპანიის წამყვანი AI-ჩიპების ჩინეთისთვის მიყიდვისთვის, რომლის გაშვება და გაძლიერებაც სწორედ მეოთხე კვარტალში იგეგმება, ლიცენზიის მიღებას ავალდებულებს.
AMD-ის შეფასებით, მიმდინარე კვარტალის შემოსავალი დაახლოებით $6.1 მილიარდი იქნება. LSEG-ის მონაცემებით, კომპანიის კორექტირებული შემოსავალი მესამე კვარტალში 4%-ით, $5.8 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა მოგებამ კი აქციაზე 70 ცენტი შეადგინა, ამასთან, კომპანიის შემოსავალი მესამე კვარტალში დაახლოებით $1,6 მილიარდი იყო, ხოლო გაყიდვები მის კლიენტთა სეგმენტზე, რომელიც კომპიუტერების ბაზარს ემსახურება, 42%-ით, $1,5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.