AMD ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს შეიძენს, სახელწოდებით Nod.ai, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმისთვის, რომ Advanced Micro Devices-მა (AMD.O) კონკურენტი ჩიპების მწარმოებელ კომპანია Nvidia-ს (NVDA.O) სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, კომპანია კრიტიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ათწლეულზე მეტი მუშაობის შედეგად, Nvidia-მ ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის ეკოსისტემის მეშვეობით ძლიერი AI ჩიპები შექმნა. AMD-მ პირობა დადო, რომ განახორციელებს ინვესტირებას და კომპანიის მიერ წარმოებული სხვადასხვა ჩიპების გასაძლიერებლად პროგრამული უზრუნველყოფის ერთიან კოლექციას ააშენებს.
”ჩვენ ამ სტრატეგიას მივყვებით და ამას ვაკეთებთ როგორც შიდა ინვესტიციებით, ასევე გარე შესყიდვების მეშვეობით”, - თქვა AMD-ის პრეზიდენტმა ვიქტორ პენგმა Reuters-თან ინტერვიუში.
Nod.ai-ის შეძენა სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რადგან მისი ტექნოლოგია კომპანიებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად განათავსონ AI მოდელები, რომლებიც მორგებულია AMD-ის ჩიპებზე.
თავად AMD-მ გარიგების პირობები გაასაჯაროვა. PitchBook-ის მონაცემებით, სანტა კლარამ, კალიფორნიის Nod.ai-მ დაახლოებით $36,5 მლნ შეაგროვა. ამასთან, AMD-მ AI ჯგუფი შექმნა, სადაც დაახლოებით 1,500 ინჟინერია დასაქმებული, 2024 წლისთვის კი კომპანია ამ რიცხვს 1800-მდე გაზრდის.
”ჩვენ სწრაფად ვიზრდებით, მომავალი წლისთვისაც გვაქვს დიდი გეგმები,” - თქვა ვამსი ბოპანამ, AMD-ის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა კომპანია თავისი პორტფელის გაძლიერებას დამატებითი შესყიდვებით, პენგმა თქვა: „ჩვენ ყოველთვის ძიების პროცესში ვართ“.