მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

5f46542e3522f
ნათია თაქთაქიშვილი
26.08.20 19:10
866
ოქტომბრისთვის, ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ფედერალური დახმარება ამოიწურება. კომპანიის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობაზე მოთხოვნა ისევ დაბალია. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანიას, რომელსაც 140,000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, 30 სექტემბრამდე მათი დათხოვნა ეკრძალება, რაც ფედერალური დახმარების პროექტით არის გათვალისწინებული.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მათი დათხოვნა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა აღნიშნული გეგმები, შესაძლოა, შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მსხვილმა ამერიკულმა ავიაკომპანიებმა აშშ-ის მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 2.2 მილიარდი დოლარით იზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები