მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

American Airlines: პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა

60817bbb7d687
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 21:15
655
აშშ-ის წამყვანი ავიაკომპანია American Airlines-ი აცხადებს, რომ კომპანიის ზარალმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, „პანდემიის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავიაკომპანია American Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორი დაგ პარკერი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვარტალში ავიაკომპანიამ 24 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, მათი შემოსავლები მაინც 53%-ით შემცირებულია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და თან ისეთი მასშტაბებით, როგორც არასდროს. მომხმარებელი უბრუნდება მოგზაურობას და ტურიზმის აღდგენის ტემპიც ეტაპობრივად აჩქარდება“, - განაცხადა დაგ პარკერმა.

ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციის მონაცემებით, ფრენები პანდემიმადელ მდგომარეობასთან შედარებით 60%-ით არის შემცირებული, თუმცა გასული თვიდან პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და აშშ-ის აეროპორტები მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები