ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის შესახებ მან “რუსთავი”-ზე ოპოზიონერი პოლიტიკოს ალექსანდრე რაქვიაშვილთან დებატებისას განაცხადა.
-ირაკლი კობახიძე: [ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას…
-ალექსანდრე რაქვიაშვილი: მე მეგონა, ომში გვითრევდნენ…
-კობახიძე: არა, არა. ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელიაო…
-ალექსანდრე რაქვიაშვილი: ანუ ამ შეხვედრაზე ომში არ გვითრევდნენ?
-ირაკლი კობახიძე: არა კაცო.. ჯერ იყო სხვა შეხვედრები. შემდეგ იყო მესამე შეხვედრა და ადამიანს ეუბნებიან, დაბრუნდი პოლიტიკაში და გააკეთე, რაც გასაკეთებელიაო. დანარჩენი თქვენი ლოგიკური დასკვნისთვის მომინდვია...




























