მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის შემდეგ “ჭრებალოს მარანი” ლიეტუვის ბაზარზე გავიდა

61b3765fdf4e3
მარიამ იზორია
13.12.21 20:30
768
ამერიკის შემდეგ “ჭრებალოს მარანი” ლიეტუვის ბაზარზე გავიდა. აღნიშნულ ბაზარზე კომპანიამ ღვინის 5 000 ბოთლი გაიტანა. ამის შესახებ, bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მარანი ახალი ბაზრების ათვისებას და სხვადასხდვა საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას გეგმავს. “ჭრებალოს მარნის” ღვინოები უკვე თბილისში, ორბელიანის განახლებულ ბაზარშიც არის წარმოდგენილი.

“სამომავლოდ ახალი ბაზრების ათვისებაც იგეგმება, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ინტერესი იქნება ჩვენი ღვინოების მიმართ, ვიმედოვნებთ, რომ ეს ექსპორტი წარმატებული იქნება, გარდა ამისა, ამ მიმართულებით გაზრდაში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაც დაგვეხმარება, რომელიც ახლა უკვე უფრო აქტიურად ტარდება. აღსანიშნავია, რომ ორბელიანის განახლებულ ბაზარში ყოფნაც მნიშვნელოვანია, რადგან ასე უფრო ბევრი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ღვინოს”, - ამბობს “ჭრებალოს მარანის” დამფუძნებელი.

საოჯახო მარანი მესამე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს, კომპანიის წარმადობა წლიურად 30 000 ბოთლია. „ჭრებალოს“ ხვანჭკარას ღირებულება 40-50 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები