საპენსიო სააგენტოს საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე 1.07 მილიარდი ლარი აქვს ინვესტირებული, რითაც ის საქართველოდან უცხოეთში აქციების უმსხვილეს მფლობელს წარმოადგენს. მთლიანობაში საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 6.5 მილიარდი ლარია და ამ თანხიდან 16.6% სწორედ გლობალურ საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული.
ამ 1.07 მილიარდი ლარიდან 458 მილიონი ლარი განთავსებულია აშშ-ის საფონდო ბირჟაზე და ეს თანხა ინვესტირებულია აშშ-ის მთავარ საფონდო ინდექს S&P 500-ში. ამ ინდექსის უმსხვილესი მონაწილეები არიან Apple-ი, Nvidia და Microsoft-ი. თავის მხრივ, ამ ინდექსის წონების მიხედვით, უშუალოდ Apple-ში საპენსიო სააგენტოს ინვესტიციები 27.5 მილიონ ლარს შეადგენს, Nvidia-ში 24 მილიონ ლარს, Microsoft-ში კი ასევე 24 მილიონი ლარი. Amazon-ში 18.3 მილიონი ლარი, Alphabet-შიც ასევე 18 მილიონი ლარი არის განთავსებული, Meta-ზე კი 12 მილიონი ლარი მოდის.
210 მილიონი ლარი არის ინვესტირებული მაღალშემოსავლიანი ევროპის წამყვან Ftse ინდექსში, სადაც წამყვანი კომპანიებია ASML-ი სადავ 5 მილიონია ინვესტირებული, ასევე თითქმის ამდენივეა ინვესტირებული გერმანულ SAP-სა და დანიურ Novo Nordisk-ში.
რაც შეეხება განვითარებულ აზიას, აქ 200 მილიონი ლარი არის განთავსებული წამყვან FTSE Pacific ინდექსში, საიდანაც Toyota-ზე 5 მილიონი მოდის, 4.3 მილიონი Samsung-ზე, 3.6 მილიონი ლარი Sony-ზე, ამდენივე Mitsubishi-ზე, 2.8 მილიონი BHP-ზე, Hitachi-ზე კი 2.7 მილიონი ლარი.





























