მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში B ტიპის ვირუსის ცირკულაცია უკვე დაიწყო

5fcf3cb1e2cb9
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.20 12:56
766
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ქვეყანაში B ტიპის ვირუსის ცირკულაცია უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან საკოორნდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამ სეზონზე კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში ჩვენთან აქტიურდება გრიპის ვირუსებიც. არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას ავიღებთ, წელს ნაკლებად აქტიური იყო ზაფხულის გრიპი; ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის არის ის, რომ მოქალაქეები გარკვეულწილად მივეჩვიეთ პრევენციულ ზომების დაცვას, მაგალითად, პირბადეების ტარებას. უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ და, შესაძლოა, გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

ფაქტია, კლინიკურად გრიპის და კორნავირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით, ერთნაირია. გამოცდილ ექიმს შეუძლია მისი კლინიკური დიფერენციაცია, თუმცა საბოლოო დიფერენციალური დიაგნოზი ისმევა ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები