დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 3%-იანი დანაკარგია ქვეყანაში, რაც დასაშვები იყო.
„ზოგადად, ქვეყანაში გვაქვს დაშვებული 3%-იანი დანაკარგი, თუმცა 10%-15% დაშვებული გვქონდა და ეს ძირითადად მოდის „ასტრაზენეკაზე“. სულ 95 დოზა „ფაიზერი" დაიკარგა, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დანაკარგი არ გვაქვს.
2%-მდე არის დანაკარგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში; დანაკარგი არ ნიშნავს, რომ ვაქცინები სადმე გაქრა - 10-დოზიან ფლაკონს ხსნი და მოვა 5 ადამიანი, დანარჩენს ვადა გასდის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე.
ის ასევე გამოეხმაურა „ასტრაზენეკას“ დოზების დაკარგვის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობას.
„მე არ ვიცი შიდა აუდიტი სად რას ახორციელებს, ისინი გუშინ საკმაოდ დიდხანს იყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, შეხვდნენ ჩვენს ჯგუფებს, ვინც პასუხისმგებელია ვაქცინებზე, მივეცით რაც მოითხოვეს მასალები და რაც საჭირო იქნება, მივაწვდით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























