მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანაკლიაში გინახავთ ქვიშის გორები, რომლებიც წამლავს მოსახლეობას?!“ - წითლიძე სამეგრელოს მაჟორიტარებს

63172eab3ec66
მარიამ იზორია
06.09.22 15:27
961
„ერთხელ მაინც თუ ჩასულხართ ანაკლიასა და განმუხურში და გინახავთ, რა კატასტროფული მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის მხრივ, თუ ნახეთ ქვიშის გორები, რომელიც წამლავს ანაკლიელებს“, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.

აღსანიშნია, რომ ამ პრობლემის შესახებ BM.GE-მ მასალა რამდენჯერმე მოამზადა.

"სამეგრელოს მაჟორიტარ დეპუტატებს მინდა ვკითხო, ერთხელ მაინც თუ ჩასულხართ ანაკლიასა და განმუხურში და გინახავთ, რა კატასტროფული მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის მხრივ?! თუ ნახეთ ქვიშის გორები, რომელიც წამლავს ანაკლიელებს?! ირაკლი კობახიძეს მინდა ვკითხო, სად არის ანაკლიაში დაპირებული "პარაგრაფი"?! რატომ მიატოვა ის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა?! რატომ არის ჭაობი იქ, სადაც ბოტანიკური ბაღის გაშენებას გვპირდებოდა და რატომ გასხვისდა კერძო პირებზე განმუხურის მიწები?! ახლა მათი მფლობელები ადგილობრივი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან", - განაცხადა დეპუტატმა.

ანა წითლიძის შეფასებით,  გაზრდილი ემიგრაციის მიზეზი ის უიმედობაა, რომელიც ქვეყანაშია.

„საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან და ისეთი უიმედობა, როგორიც მე სამეგრელოში დამხვდა, ბნელ 90-იანებშიც კი არ მინახავს", - თქვა დეპუტატმა. 

სიტყვით გამოსვლისას ანა წითლიძემ თხილის დაბალ ფასზეც ისაუბრა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები