ანაკლიის კონსორციუმის თემაზე მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ თემაზე მედიასთან კომუნიკაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ექნება.
მთავრობის სხდომა დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გასული წლის 31 დეკემბერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობისთვის იმ ხელშეკრულებების წარდგენის ვადა ამოეწურა, რაც საერთაშორისო ბანკებთან სესხის გამოყოფას და ასევე, პოტენციური ინვესტორის დახმარებით, საკუთარი კაპიტალის შევსებას ეხება.




























