ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ასე უპასუხა მინისტრმა bm.ge-ის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების, იმისთვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. ეს გეგმა ჩვენ დეტალურად გავაცანით საზოგადოებას გასულ წელს, ასე რომ არანაირი გაუთვალისწინებელი სიურპრიზი არ მომხდარა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს მივყვებით და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ.
ამჟამად ჩვენ შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს და აქაც არანაირი სიურპრიზი არ არის. დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში... პარალელურად წინადადებების დაზუსტების ეტაპი მიმდინარეობს, კერძო პარტნიორის შერჩევის, რომელიც ფინალურ ეტაპზეა და კომპანიებს წინადადებების წარდგენის ვადა მაისის ბოლომდე აქვთ. ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან, რადგან ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. ეს არის ასობით დოკუმენტი, რომელიც კომპანიამ უნდა წარმოადგინოს და პროცესი მიდის გეგმაზომიერად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტი მზად გვაქვს, ველოდებით ინვესტორს - მზია გიორგობიანი