მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანდრეს ინიესტამ დანიური კლუბი “ჰელსინგორი” შეიძინა

ინიესტა ჰელსინგორი

კარიერის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დანიური მესამე ლიგის კლუბის “ჰელსინგორის” მფლობელი გახდა.

გარიგება მოხერხდა ინიესტას სპორტისა და გართობის ბრენდის “Never Say Never”-ის და უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია “Stoneweg”-ის მეშვეობით, რომელმაც 19 წლის წინ დაარსებული კლუბის ყველაზე მეტი წილი შეისყიდა.

დანიური გამოცემების მიხედვით, ინიესტასა და კლუბს შორის მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობდა და ახლაღა დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ბაზა მდებარეობს დანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელსაც წყლის მეშვეობით შვედეთი ესაზღვრება.

ცნობისთვის, ამის გარდა, ინიესტას ინვესტიციები მოიცავს სარეცხი საშუალებების ბრენდ "Ariel"-ს, ფეხსაცმელების მწარმოებელ "Mikakus"-სა და ღვინის კომპანია "Bodega Iniesta"-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები