ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში, კერძოდ ხერსონში ჩავიდა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ამერიკელი მსახიობი და იუნისეფის კეთილი ნების ელჩი უკრაინაში საქველმოქმედო დახმარების პროგრამის ფარგლებში იმყოფება.
ეს უკრაინაში მისი მეორე ვიზიტია. 2022 წლის აპრილში ის ჰუმანიტარული მისიით ლვოვში გაემგზავრა, სადაც დაჭრილ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოხალისეებს შეხვდა.




























