მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანტი-ქართული ნაბიჯია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე" - კობახიძე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე

კობახიძე

ეს არის ცალსახად ანტი-ქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე კომენტირებისას ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს განხილვას ელის, რომელიც იანვარში იქნება.

"ცალსახად ეს ანტიქართული ნაბიჯია. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება. არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯია თუმცა ეს არის ცალსახად ანტი-ქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც უკიდურესად მიუღებელია.

იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ და საბოლოო გადაწყვეტილება დაველოდებით. თავისთავად ევროკომისიის გადაწყვეტილება არის სრულიად ანტიქართული რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაევალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები