მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ Washington Post-ის სარედაქციო სტატიას ეხმაურება.

"ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი მოჩვენებით კონსერვატიზმს ავლენს და ამავდროულად, იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“, - წერს ჯო უილსონი.

ცნობისთვის, Washington Post-მა სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე ხვდება“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს სომხეთის დასავლურ კურსს, საქართველო დასავლეთისგან სულ უფრო მეტად დისტანცირდება და რუსეთთან ერთად, ირანის ორბიტაზეც ექცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები