მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა - შედეგები

თაფლი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივის ფარგლებში, ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა.

CSRDG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღებული თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ანტიბიოტიკების შემცველობა არცერთ ნიმუშში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 36 ნიმუშიდან 20 - არაეტიკეტირებული, ხოლო 16 - ეტიკეტირებული იყო. 18 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ხოლო 18 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

ანტიბიოტიკები ცხოველებისა და ფუტკრების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვის გამოიყენება. ამ ნივთიერებების ნარჩენები თაფლში, კვერცხში, რძესა თუ ხორცში გადადის. ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს უკვე ადამიანიც იღებს. ამიტომაც, ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობაშიც (მათ შორის, მეფუტკრეობაში) მკაცრადაა შეზღუდული. კანონმდებლობითაა დადგენილი სხვადასხვა ნივთიერების მაქსიმალური ოდენობები, რომლებსაც ესა თუ ის სურსათი შეიძლება შეიცავდეს. ზოგიერთი ნივთიერება კი საერთოდ აკრძალულია.

CSRDG-ში მიუთითებენ, რომ საქართველოს მეურნეობებში, მათ შორის, მეფუტკრეობებში ანტიბიოტიკების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო კონტროლის შედეგებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს 2022 წელს ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლი არ შეუმოწმებია, ხოლო 2023 წელს 100 ნიმუში შეამოწმა და მხოლოდ ერთში გამოავლინა დარღვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები