მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ანტიევროპული რიტორიკა დაგვაბრალეს, სინამდვილეში არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს“ - ბოჭორიშვილი

ირაკლი კობახიძე

„ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩვენ ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ და ევროკავშირში შესვლა კი გვსურს, მაგრამ არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ პირველად გლობალური ომის პარტია ახსენა, ამის განზოგადება მოხდა და მათ ანტიევროპული რიტორიკა დააბრალეს, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

„ჩვენ, რაღაცნაირად ყველაფრის რომანტიზება მოვახდინეთ და კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის ხოლმე და არ გვინდა შევხედოთ იქ ადგილზე რა ხდება. იდეალური არაფერი არ არის, ყველგან სხვადასხვა პროცესები, სხვადასხვა ძალებია. მე მახსოვს გაღიზიანება

ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა გლობალური ომის პარტია, ძალიან კარგად მიხვდნენ რაზე იყო საუბარი, ახლა რომ დიფ სთეითად მოიხსენიებენ, ძალიან კარგად მიხვდნენ რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული. სწორად რომ ყოფილიყო გაგებული, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამას დაარტყეს, ამის განზოგადება მოახდინეს და ჩვენ ანტიევროპული რიტორიკა დაგვაბრალეს, სინამდვილეში არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს, სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაზედაც ევროპაშიც საუბრობენ. რამდენად ხმამაღლა ისმის ეს ალბათ მედიის მდგომარეობასთან მიგვიყვანს ზოგადად, თუმცა ეს პრობლემები ყველგან არის. არის დაცვის მექანიზმები, საზოგადოების სიმყარე. საზოგადოების სიმყარე არის ის ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რის გამოც დღეს ჩვენ სტაბილურობა გვაქვს და შესაძლებლობა რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების დამსახურებაა. თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის, მეტ-ნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგან - ნაკლებად, მივხვდებით, რომ საკმაოდ დიდ ძალასთან არის ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები