მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული სააგენტო დღეს ბუტაფორიაა, რომელიც დაშინებითაა დაკავებული - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

TVპირველის ეთერში, ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

ზურაბიშვილმა 4 ნაბიჯი დაასახელა. მათგან ერთ-ერთი ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლაა. მისი თქმით, კუპრაშვილის უწყება, რომელიც დღეს ბუტაფორიაა პარლამენტს დაექვემდებარება [დღეს აპარატი პრემიერთან არსებულია].

" ანტიკორუფციული სააგენტო დღეს ბუტაფორიაა და დაკავებულია იმით, როგორ დააშინოს არასამთავრობოები და სხვადასხვა ორგანიზაციები. ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიოს ის მთელი დასტა საქმეების რომელიც არსებობს.

საქართველოს ყველა მოქალაქემ, დღეს იცის, რომ კორუფცია ყველგან ყვავის და ამას უნდა მიხედოს ამ სააგენტომ. ასევე, ეს სააგენტო გადმოვა უკვე პარლამენტის დაქვემდებარებაში, სადაც რამდენიმე პარტია იქნება უმრავლესობაში. ანუ, არ იქნება ერთპარტიული და ისე გააგრძელებს სამუშაოს", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკური ცენტრი პარლამენტი გახდება, რომელიც დღეს ასევე ბუტაფორიულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები