მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანუ მასკი არ გვჭირდება?” - ბელარუსში Starlink-ის ანალოგი შექმნეს

ლუკაშენკო

როგორც ჩანს, ბელარუსში ილონ მასკი და მისი Starlink-ი აღარ სჭირდებათ. სულ მცირე, ასე ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც ბელარუსის ჯარის მიერ შექმნილი ახალი სისტემა გამოცადა, რომელიც სწორედ Starlink-ის ანალოგადაა მიჩნეული.

მედიაში ალექსანდრ ლუკაშენკოს და ამ ტექნოლოგიის შემქმნელის საუბრის ჩანაწერიც გავრცელდა, რომელშიც ბელარუსის ჯარის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ ის ტექნოლოგია, რომელიც Starlink-ის მსგავსად ფუნქციონირებს და რომელზედაც ილონ მასკი მილიარდობით დოლარს ხარჯავს, მან ძალიან იაფად შექმნა. საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ იკითხა: "ანუ მასკი აღარ გვჭირდება?", რაზედაც მიიღო პასუხი, რომ - არა. 

ბელარუსის სამხედრო მაღალჩინოსანი ახალი სისტემის მუშაობის პარამეტრებსაც ხსნის და ამბობს, რომ მას შეუძლია, ინტერნეტს დისტანციურად დაუკავშირდეს. “მარტივად რომ გითხრათ, სადღაც მინსკში ინტერნეტის წყარო მდებარეობს, რომელიც კოსმოსურ თანამგზავრს უკავშირდება და ამ სისტემაზე დამაგრებულ Wi-Fi-როუტერს უკავშირდება”, - აღნიშნავს მაღალჩინოსანი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები