მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპლიკაციები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ

614af53ede3aa
თათია კაკიაშვილი
23.09.21 01:00
983

თანამედროვე ციფრულ სამყაროს ყოველდღიურად უამრავი ახალი აპლიკაცია ემატება, რომლებიც თანდათან მომხმარებლის პოპულარობას იძენს. მილიონობით აპლიკაციიდან კი, ცხადია, არის ისეთები, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად იზიდავს და, შესაბამისად, ყველაზე ხშირად გამოყენებადია.

ყველაფერი კი, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული, მაღალ გამტარუნარიანობას მოითხოვს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, როდესაც სმარტფონში რაღაცას ვუყურებთ, იქნება ეს ინსტაგრამზე მიღებული ახალი შეტყობინება თუ იუთუბ ვიდეო, სულ რამდენიმე წამია საჭირო იმისთვის, რომ მოწყობილობამ საჭირო მონაცემები ჩამოტვირთოს, თანაც ისე, რომ ეს ჩვენთვის, ანუ მომხმარებლისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება. და რაც უფრო დიდი მოცულობისაა ფაილები, მით მეტი გამტარუნარიანობაა საჭირო. სმარტფონების თუ სხვა მოწყობილობების მაღალი გამტარუნარიანობა კი პირდაპირ კავშირშია აპლიკაციების ხშირ გამოყენებასთან.

ყველას შეგვიმჩნევია, რომ დიდი მოცულობის ფაილები სმარტფონის მონაცემების დიდ ნაწილს იყენებს. ანდროიდ ცენტრალის თანახმად, ვიდეოს სტრიმინგს საათში დაახლოებით 0.7 გეგაბაიტის მოცულობა სჭირდება იმისთვის, რომ გამოსახულება სუფთა იყოს ყოველგვარი ხარვეზების გარეშე. დღეს ყველაზე მაღალ ვიდეო გარჩევადობას ე.წ. 4K გვთავაზობს, რომელსაც საათში საშუალოდ 7.2 გეგაბაიტის მოცულობა სჭირდება.

პარალელურად, თუკი აუდიოფაილებზეც ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ სულ რაღაც 320 კილობაიტი სჭირდება წამში სრულყოფილი მუშაობისთვის, ხოლო საათში - 0.12 გეგაბაიტი. სოციალური ქსელების შეტყობინებების შეუფერხებელი მიღება-გაგზავნისთვის რამდენიმე კილობაიტია საჭირო, ხოლო სოცქსელებში არსებული სურათების ჩასატვირთად - რამდენიმე ასეული კილობაიტიდან ასობით მეგაბაიტამდე - ეს დამოკიდებულია სურათების გარჩევადობის ხარისხზე.

და მაინც, რომელ აპლიკაციებს იყენებს მსოფლიო მოსახლეობა ყველაზე ხშირად? "ვიზუალ კაპიტალისტის" ცნობით, ვიდეოსტრიმინგის აპლიკაციები სიის სათავეშია, რადგან მას მსოფლიო მოსახლეობის 49% იყენებს. ყველაზე ნაკლებპოპულარული კი აუდიოსტრიმინგ აპლიკაციებია, სხვათა შორის, მუსიკის და პოდკასტ აპლიკაციების ჩათვლით, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ 0.2%-ისთვის აღმოჩნდა საინტერესო.

გასაკვირი არაა, რომ მაღალი პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელები და ვებ ბრაუზერები; მათ მოჰყვება თამაშები, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი მოცულობისაა, სმარტფონებს და სხვა მოწყობილობებს ისე არ ტვირთავს, როგორც, მაგალითად, ვიდეოფაილები.

დაბოლოს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი აპლიკაციების რეიტინგი ასეთია:

1. ვიდეო სტრიმინგი - 48,9%
2. სოციალური ქსელები - 19,3%
3. ვებ-ბრაუზერები - 13,1%
4. შეტყობინებები - 6,7%
5. თამაშები - 4,3%
6. მარკეტპლეისები - 4,1%
7. ფაილების გაზიარება - 1,3%
8. Claud - 1,1%
9. VPN - 0,9%
10. აუდიო - 0,2%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები