მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონამდე აქტიური აპლიკაციაა რეგისტრირებული, მათ უდიდეს ნაწილს კი 100,000-ზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მომხმარებლების 90% რეალურად აპლიკაციების მხოლოდ 1%-ს იყენებს აქტიურ რეჟიმში.
ამ ელიტარულ კლუბში მოხვედრილი აპლიკაციების მიღმა კი პლანეტის უმდიდრესი ტექნოლოგიური კომპანიები დგანან.
რეიტინგში პირველ ადგილს Facebook-ი იკავებს, Apple App Store-ისა და Google Play-ს მეშვეობით აპლიკაცია თითქმის 5 მილიარდჯერაა გადმოწერილი და მას პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყენებს. Facebook-ის მიღმა ამერიკელი მეწარმე, მარკ ცუკერბერგი დგას.
მეორე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია TikTok-ია, რომელიც ჯამში 3 მილიარდჯერაა გადმოწერილი. აღნიშნული სოციალური ქსელი გლობალურ ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ მან ნამდვილი ფურორი მოახდინა. TikTok-ის შექმნილი ჩინური სტარტაპი DyteDance-ია, რომელიც 300 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ყველაზე პოპულარული აპლიკაციების რეიტინგში მე-3 ადგილს WhatsApp-ი იკავებს, რომელიც 2.5 მილიარდჯერაა ჩამოტვირთული. ეს საკომუნიკაციო პლატფორმა 2009 წელს შეიქმნა, თუმცა 2014 წელს მისი მფლობელი კომპანია Facebook-ი გახდა, რომელმაც WhatsApp-ი $19 მილიარდად იყიდა.
რეიტინგში მეოთხე ადგილსაც Meta-ს შვილობილი პლატფორმა Instagram-ი იკავებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდ 300 მილიონჯერაა გადმოტვირთული. დაფუძნების დღიდან მოყოლებული, Instagram-ი ყველაზე მოთხოვნადი ფოტო და ვიდეო სოციალური ქსელის სტატუსს ინარჩუნებს.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ხუთეულს Facebook-ის Messenger-ი ასრულებს, რომელიც 1.5 მილიარდჯერაა გადმოწერილი.
საერთო ჯამში, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აპლიკაციების ბაზარზე ყველაზე დომინანტი ძალა მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ჯამში ყველაზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.