მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM Terminals-მა ყაზახეთში ოფისი გახსნა - „კონტეინერიზაცია ჩვენი დერეფნის მომავალი უნდა იყოს“

ფოთის პორტი

ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ APM Terminals-მა 2023 წელს ყაზახეთში ოფისი გახსნა. როგორც მენეჯმენტში ამბობენ, ოფისის გახსნა შუა დერეფნის საკონტეინერო მიმართულების განვითარების მიზნებს ემსახურება.

APM Terminals Poti-ს ტვირთბრუნვის გაზრდისა და შუა დერეფნის განვითარების სტრატეგიაზე კომპანიის კომერციული ურთიერთობების დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„კონტეინერიზაცია ჩვენი დერეფნის მომავალი უნდა იყოს“ - აცხადებს ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენელი. მისი თქმით, APM Terminals-ში სჯერათ, რომ კონტეინერებით ყველანაირი ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, რაც შუა დერეფნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

„ჩვენ 2023 წელს ყაზახეთში დავაფუძნეთ ოფისი. ჩვენი მიზანია ფოთის საზღვაო ნავსადგური არ იყოს მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მომსახურე პორტი, არამედ მასში უნდა შეიქმნას დამატებითი ღირებულება. შეიქმნას ე.წ. ჰაბი, ანუ შეკრება-განაწილების ცენტრი. ჩვენ გავხსენით ოფისი ყაზახეთში და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით - ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში უკვე პოპულარიზაციას ვახორციელებთ. ჩვენ კონტეინერიზაციის დაგეგმვა გვინდა, რათა ყველას გავაცნოთ, რომ არ არსებობს ტვირთი, რომლის გადაზიდვაც კონტეინერით არ შეიძლება. კონტეინერით ყველაფრის გადაზიდვა შეიძლება. ეს ლოგისტიკის მომავალია და ცენტრალური აზიის ბაზარს ამას ვაცნობთ. კონტეინერიზაცია ჩვენი დერეფნის მომავალი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის გამტარუნარიანობას ვაუმჯობესებთ“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, APM Terminals Poti-ს გეგმაშია გამტარუნარიანობის გაორმაგება და საკონტეინერო ტერმინალის პროექტის განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები