მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple $4-ტრილიონიანი კომპანია გახდა

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple მსოფლიოს ისტორიაში მე-3 კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $4-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ცნობისთვის, Apple-ის გარდა ელიტარულ კლუბში ამჟამად ასევე Microsoft-ია. რაც შეეხება Nvidia-ს, მან 28 ოქტომბერს $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, Apple-ის ახალ ნიშნულზე გადასვლა უახლესი iPhone 17-ის სერიის ტელეფონების წარმატებულმა გაყიდვებმა განაპირობა. განსაკუთრებული ზრდა ამ კუთხით ჩინეთში ფიქსირდება, სადაც ამერიკულმა გიგანტმა სამხრეთ-კორეული Samsung-ი დაამარცხა და თხელი ტელეფონების ხაზში უკონკურენტო ლიდერად იქცა. შეგახსენებთ, Samsung-მა საკუთარი Edge-ხაზი სწორედ დაბალი გაყიდვების გამო შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ Apple-მა საკუთარი უახლესი ტელეფონების წარმატებით გაყიდვა არამარტო ჩინურ, არამედ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზეც წარმატებით შეძლო. მოთხოვნა კი კვლავ დიდია.

ანალიტიკოსების განმარტებით, Apple-მა წელს გამოშვებული პროდუქტებით, მათ შორის ჩიპებით შეძლო ინვესტორების დარწმუნება, რომ მას ტექინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა არ აქვს და კვლავაც ძლიერ მოთამაშედ განიხილება. ცნობისთვის, ამერიკული კომპანიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დღემდე რჩება ჯერ კიდევ 2022 წელს წარდგენილი Apple Inteligence-ი, ტექგიგანტის ხელოვნური ინტელექტის მოდული, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა და სრულფასოვნად დღემდე არ არის ხელმისაწვდომი. არსებობს ინფორმაცია, რომ მის საბოლოო ვერსიას მომხმარებელი 2026 წლის დასაწყისში, IOS 26.4-ის გამოსვლასთან ერთად იხილავს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ცნობისთვის, 2023 წელს Apple-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც $3-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. თუმცა წელს ახალი მწვერვალის დაპყრობა მას Nvidia-მ და Microsoft-მა დაასწრეს.

ამჟამად Apple-ის ერთი აქცია $269 დოლარად ივაჭრება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები