მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APPLE, AMAZON – რომელი კომპანიების აქციებშია ინვესტირებული საპენსიო დანაზოგები?

ესს

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგმა 5.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში ერთ წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან, რომელთა შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 53%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.

რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში აშშ-ზე 43.3%, აზიაზე - 18.3%, ევროპაზე - 17.9%, განვითარებად ბაზრებზე - 12.3%, ხოლო ლათინურ ამერიკაზე 8.2% მოდის.

წილის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია კი ასე გამოიყურება:

  • APPLE – 3.1%;
  • MICROSOFT – 2.8%;
  • NVIDIA – 1.6%;
  • ALPHABET – 1.5%;
  • AMAZON – 1.2%;
  • META – 1.1%;
  • TSMC – 0.8%;
  • BERKSHIRE – 0.8%;
  • NU HOLDINGS – 0.7%;
  • BROADCOM - 0.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები