მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის AI მიმართულებას Google-ისა და Microsoft-ის ყოფილი ინჟინერი უხელმძღვანელებს

Apple Inteligence
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Apple-მა დააანონსა, რომ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალ ხელმძღვანელად ამარ სუბრამანია დაინიშნება. საუბარია Microsoft-ის AI-მიმართულების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, რომელსაც ასევე აქვს Google-ში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება და აქტიურად იყო ჩართული Gemini-ს განვითარებაში.

ტექ-გიგანტში მოელიან, რომ სუბრამანია გაცილებით უფრო ეფექტურ შედეგებს დადებს და განავითარებს როგორც Apple-ის მიერ შექმნილ მოდელს, ასევე მის უსაფრთხოების სტანდარტებსა. არსებული ინფორმაციით, Microsoft-ის AI მიმართულების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კომპანიის პროგრამული სექტორის ხელმძღვანელის, კრეგ ფედერიგის დაქვემდებარებაში იქნება.

Apple-ის მიერ ახალი ხელმძღვანელის აყვანას წინ უძღოდა მისი წინამორბედის, ჯონ გიანანდრეას გადადგომა, რომელსაც კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიმართულება, Apple Inteligence-ი ჰქონდა ჩაბარებული, თუმცა ინვესტორებისა და აღმასრულებელი ბორდის წევრების მოლოდინები ვერ გაამართლა. როგორც ცნობილია, კომპანია საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემა გასული წლის ივნისში დააანონსა, თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ის, რისი გამოშვებაზეც კომპანია საუბრობდა, განვითარების იმ ეტაპზეც კი არ იყო, რომ სხვა კომპანიების რომელიმე მოდელისთვის გაეწია კონკურენცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე ამარ სუბრამანია დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს და Apple-ისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელს განავითარებს, ტექ-გიგანტი მომხმარებელს Google-ის მიერ შექმნილი AI მოდელის, Gemini-ს შეცვლილ ვარიანტს შესთავაზებს. მოდელს, რომელზე ლიცენზიის მიღებისთვისაც Apple-ი Google-ს ყოველწლიურად $1 მილიარდ დოლარს გადაუხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები