მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის COO თანამდებობას ტოვებს, დიზაინს კი უშუალოდ ტიმ კუკი ჩაიბარებს

ჯეფ უილიამსი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. Apple-ის საოპერაციო დირექტორმა, ჯეფ უილიამსი ივლისის ბოლოს თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს კი ოპერაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, საბიჰ ხანი დაიკავებს. როგორც Apple-ში ამბობენ, როქირება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, მაგრამ ამ განცხადების დაჯერება რთულია, რადგან კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ტიმ კუკის შემცვლელად სწორედ ჯეფ უილიამსი მოიაზრებოდა. თვის ბოლოს კი, ის პენსიაზე გავა.

ჯეფ უილიამსი 62 წლისაა და პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი სწორედ Apple-ში აქვს გატარებული, სადაც ჯერ კიდევ 1998 წელს დასაქმდა. თავის დროზე, გლობალურ შესყიდვებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015 წლიდან COO გახდა. Apple-ში გადმოსვლამდე, უილიამსი ათწლეულზე მეტი ხანი IBM-ში მუშაობდა. Apple-ში უილიამსი გლობალურ ოპერაციებს და სამომხმარებლო გამოცდილებას ხელმძღვანელობდა. ამასთან, სწორედ მის ქვეშ იყო Apple-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დიზაინის მიმართულება, რომელსაც ამიერიდან თავად ტიმ კუკი ჩაიბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები