ამერიკული ტექ-გიგანტის Apple-ის წამყვანი დიზაინერი, ალან დაი, რომელიც კომპანიაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელმაც უახლესი iOS26-ისთვის სახასიათო “თხევადი მინის” დიზაინი შექმნა, Meta-მ გადაიბირა. არსებული ინფორმაციით, ის მარკ ცუკერბერგის კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი ამ წლის 31 დეკემბრიდან გახდება.
როგორც ირკვევა, Meta-ში ვირტუალური რეალობის მიმართულებით დაფუძნებულ ახალ კრეატიულ სტუდიას უხელმძღვანელებს. მისი მოვალეობა კი ფიზიკური მოწყობილობებისა და ოპერაციული სისტემის შერწყმა იქნება.
დაიმ Apple-ისთვის მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო და კომპანიის პროდუქტების განვითარებაზე ლეგენდარულ დიზაინერ ჯონი აივთან ერთად მუშაობდა. მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი iPhone X-ის, Apple-ის საათებისა და ვირტუალური რეალობის სათვალის, Vision Pro-ს შექმნაში. ყველაზე ბოლო პროდუქტი, რომელზეც დაიმ იმუშავა და რომლითაც Apple-ში საკუთარი კარიერა დაასრულა, სწორედ “თხევადი მინის” დიზაინი იყო.
ცნობისთვის, აღნიშნული ვიზუალი კომპანიამ ოფიციალურად სექტემბერში გამოუშვა.




























