მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ს AI სფეროს წამყვანი სტარტაპების, Mistral-ისა და Perplexity-ს შეძენა სურს

APPLE
BM. GE
28.08.25 20:51
397

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ი ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი სტარტაპების, Mistral-ისა და Perplexity-ს შეძენას განიხილავს. ერთი მხრივ, საუბარია მრავალ მილიარდად შეფასებულ ფრანგულ კომპანიაზე, რომელსაც ზურგს Nvidia უმაგრებს, ხოლო მეორე მხრივ ამერიკაში დაფუძნებულ საძიებო სისტემის შემქმნელ სტარტაპზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ Alphabet-ს $34 მილიარდად Google Chrome-ის შეძენაც კი შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გამოვა, რომ Apple-ი სხვა კომპანიების შეძენის აქამდე არსებულ პრაქტიკას რადიკალურად ცვლის და აქცენტს მთლიანად მსხვილი მოთამაშეების შემოერთებაზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ნაბიჯებს სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები უკვე მრავალი წელია დგამენ.

მართალია, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მასშტაბური გარიგებების დადებას დადებითად აღიქვამს, თუმცა Apple-ში ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი კუკის იდეას იზიარებს, პროგრამული მიმართულების უფროსი, კრეგ ფედერიგი კი ფიქრობს, რომ Apple-მა აქცენტი საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე უნდა გადაიტანოს და ინვესტორებს არ შეუქმნას აღქმა, რომ კომპანიას AI სფეროს განვითარება სხვა მსხვილი მოთამაშეების გარეშე არ შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები