პარლამენტის წინ აქცია #შინევროპისკენ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
როგორც tv “პირველთან“ ინტერვიუში მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა,
სამოქმედო გეგმას ღამის 12:00 საათზე გამოაცხადებენ ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურება.
„ოცნებას“ ხვალიდან ელოდება შეწუხება.... შევუქმნით დისკომფორტს...“ - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
"მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არ დავიღლებით" - მიმართა აქციის მონაწილეებს მწერალმა ლაშა ბუღაძემ.
პარლამენტის წინ მოქალაქეების შეკრება გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი ნაწილი დღეს ღამე რუსთაველის გამზირზე დარჩება.




























