მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციების გამო ინფიცირებულების მატებაა მოსალოდნელი - "ნეოლაბის" დირექტორი

5fa041806f488
თათია ჩაფიჩაძე
02.11.20 22:20
1149
კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ აქციების გამართვის გამო ინფიცირებულების მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი.

გადაცემა „საქმიან დილასთან“ საუბრისას კამკამაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია მხარეები შეთანხმდნენ და მასშტაბური შეკრებები გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში მისი შეფასებით, წინ დიდი აფეთქება გველის.

კამკამიძემ არჩევნების დღეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარეებმა პანდემიის მიუხედავად, ძველი პრაქტიკა გამოიყენეს, რაც ეპიდვითარების გათვალისწინებით პროცესზე ორმაგად ნეგატიურად აისახება.

„სიტუაციას ძალიან კრიტიკული შეიძლება დავარქვათ და ეს უკავშირდება არჩევნების შემდგომ პერიოდს, როდესაც სიტუაცია არ დალაგდა და ვხედვათ რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე არის ის ხალხი, რომელიც დღეს ქუჩაში გამოდის. ინფექციის გავრცელების რისკები დიდია, თუმცა ჩაკეტვაც არ არის გამოსავალი, ვინაიდან ჩვენ შეიძლება მივიღოთ კიდევ უფრო მეტი პროტესტი, ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ეპიდსიტუაცია და დაიწყოს მოლაპარაკებები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მასობრივი გამოსვლები ნამდვილად ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას და თუკი ასე გაგრძელდება, აფეთქება მოხდება.

ვითხოვდით, რომ არ მომხდარიყო საარჩევნო უბნების გარეთ გარჩევები, აგიტაციები, ხალხის შეკრება და შეტაკებები, ეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის კატასტროფა, სამწუხაროდ გაფრთხილების მიუხედავად, ასე არ მოხდა. ეპიდემიის პირობებში ძველი მეთოდებით არჩევნების ჩატარებას ორმაგი დატვირთვა აქვს. იქნებ არ გადავაყოლოთ ამას მთლიანად საქართველოს ბედი, ვინაიდან ახლა წყდება როგორ წავა პანდემია და თუკი ასე გაგრძელდა, ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევს", - განაცხადა კამკამიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები