მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

60100b841481c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 16:42
707
„თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტები კანცელარიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. ამის შესახებ BM.GE-ის „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა განუცხადა.

მისი თქმით, თავისუფლების ინსტიტუტის იურისტები მუშაობენ კოლექტიურ სარჩელზე, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

„საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არაკანონიერია. ის ზღუდავს როგორც მეწარმეობის თავისუფლებას, ისე საკუთრების უფლებას და ამას გავაპროტესტებთ. სხვა ადგილი არც დაგვრჩენია მისასვლელად. პარლამენტმა ამ ამბავში ნებისმიერი სახით ჩარევაზე უარი თქვა. ერთადერთი, სადაც შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი, საკონსტიტუციო სასამართლოა და ამას გავაკეთებთ. მთავრობა შეზღუდვის გადაწყვეტილებებს იღებს მაშინ, როცა მოუნდება, არანაირი საკანონმდებლო კონტროლი მასზე არ ხორციელდება; შესაბამისად, გვგონია, რომ ეს უკანონობა და ჩვენი უფლებების დარღვევაა“, - ამბობს სალომე ხვადაგიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები